სირიაში, საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი პანკისელი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.
დუშეთის რაიონის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, სტიქიამ რაიონს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს.
სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა.
სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელს პრობლემა შეუქმნა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიუტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More