|
2016-08-08 10:16:50, 1133 ნახვა
რეგიონი
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. აქცია კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებისათვის უფასო იყო ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური. აქციის მიმდინარობის პროცესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე გაეცნო. „თითოეული ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი ვალი და ვალდებულებაა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვა, მათი თანადგომა და ყურადღება. ეს ადამიანები არიან გმირები, მათ თავი შესწირეს საქრთველოს მომავალს, ამიტომ ვალდებულნი ვართ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ, რათა გმირულად დაღუპული ჯარისკაცების შვილებმა და ოჯახის წევრებმა თავი იგრძნონ უზრუნველყოფილად და დაცულად“, - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ. 2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000 ლარს გადასცემს. თანხა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყოფა. ამავე პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 22 ბენეფიციარს. სამნისტრომ პროგრამა 2014 წელს შეიმუშავა და ფინანსური დახმარება 2000 ლარით გაზარდა. მანამდე, დაღუპულთა ოჯახებს თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფოდათ. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარაში მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 2 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას 3 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ომში დაღუპულთა დედებისა და მეუღლეებისათვის 1000 – 1000 ლარის გამოყოფას. 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან, 1 ჯარისკაცი ბათუმის მკვიდრი იყო, 2 შუახევის მუნიციპალიტეტის, 1 ქედის მუნიციპალიტეტის, 2 ხულოს მუნიციპალიტეტის და 10 ქობულეთის მუნიციპალიტეტის.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)