17:21 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბოკერია: ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავება დაგვიანონსა

„ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად დაგვიანონსა „რუსთავი 2“ -ის დირექტორის შესაძლო დაკავების ფაქტი. მოვუწოდებ ივანიშვილს და ყველას ვინც აპირებს, მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულოს, არ გადადგას ეს ნაბიჯი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მდინარაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორატარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით  გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

 

„ევროპული საქართველო“ მთავარ პროკურორს და სუს-ის უფროსს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ პარლამენტში მთავარ პროკურორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებს.

 

კანდელაკი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას გამოეხმაურა.

 

ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და დეპუტატების პროპორციული წესით არჩევა უნდა დაწესდეს.

 

მიხეილ ჯანელიძე: GCC-ის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  საქართველოში ვიზიტით მყოფი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი  აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.

 

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ.

 

საქართველოში ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოში  ვიზიტით ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი იმყოფება.

 

ვიქტორ დოლიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.

 

გიორგი მღებრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

 

სესიაშვილი: "ნაციონალურ მოძრობას" საგამოძიებო კომისიის შექმნა მოდურ სიტყვად ექცა
ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებ, მალე ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე საბოლოოდ გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და დანაშაულის გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა.

ჯონი ხეცურიანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მომხრეა

კონსტიტუციონალისტ  ჯონი ხეცურიანის შეფასებით,  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

პრემიერი: აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიაზე ვერაგული თავდასხმა

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი  დანაშაული - ეკლესიის  წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას.

ზურაბიშვილი: ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროგრესულად აღარ ითვლება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციიდან ამოღების თაობაზე,  თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.

ტუღუში: კომისიაზე დააყენეს ინიციატივა, კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა დააყენა ინიციატივა, რომ კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics