|
2017-05-03 21:19:03, 2695 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
80 მომხრე 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგიაური და პარლამენტის თავმჯდომარი კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი. კომისიაში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, ორი ექსპერტი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კომისია პირველ შეხვედრას 5 მაისს ქუთაისში გამართავს.
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)