განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულია, მაგალითად, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდება. ეს არის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს ადამიანების საჭიროებასთან, გეოგრაფიულადაც კი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია და მოქალაქის პირველი მრჩეველია - შეუძლია, სწორად დააკვალიანოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ თვალსაზრისით, გვაქვს საკმაოდ დიდი, ამბიციური და მრავალფეროვანი გეგმები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),