კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა
2024-11-27 17:21:35

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს, რომელთაც 2023/2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კომპიუტერები მოსწავლეებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს. 

„წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს  დამსახურებული ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სათამაშოების როლი ბავშვის განვითარებაში
როგორ დაზოგავ „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ით კიდევ უფრო მეტს Black Friday-ის კვირეულში
გერმანიის ელჩი - ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კარგი მეგობარი აღარ ვართ
სარჯველაძე ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტების მართვის პროგრამებზე - მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით - ბრძოლას ვაგრძელებთ