სარჯველაძე - ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც ხელშესახებად გაუმჯობესდება
2024-11-27 17:01:02

საზოგადოება

უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და  სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით,- ამის  შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო ამ მიმართულებით ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს. 

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


როგორ დაზოგავ „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ით კიდევ უფრო მეტს Black Friday-ის კვირეულში
გერმანიის ელჩი - ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კარგი მეგობარი აღარ ვართ
სარჯველაძე ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტების მართვის პროგრამებზე - მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით - ბრძოლას ვაგრძელებთ
კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა