სარჯველაძე ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტების მართვის პროგრამებზე - მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით - ბრძოლას ვაგრძელებთ
2024-11-27 17:28:20

საზოგადოება

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ  აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე,- ამის შესახებ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ამ მიმართულებით ყურადღება მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა.

“გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას - საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში - მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით - მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


როგორ შევარჩიოთ ჩასაშენებელი ტექნიკა სამზარეულოსთვის
სათამაშოების როლი ბავშვის განვითარებაში
როგორ დაზოგავ „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ით კიდევ უფრო მეტს Black Friday-ის კვირეულში
გერმანიის ელჩი - ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კარგი მეგობარი აღარ ვართ