ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია კოალიციის წევრების მიერ პარლამენტის მანდატების გაუქმების ოფიციალურ მოთხოვნას.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები “საბჭოთა საქართველოში შესასვლელ საშვებზე უარს ამბობენ“.
“ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით! საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს“,- წერს გვარამია.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ, მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს.
დღეს, 27 ნოემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,