გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
2024-11-26 22:37:49

პოლიტიკა

რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, სანქციების პაკეტი ძალიან მიზანმიმართული და მნიშვნელოვანია.

"ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ, ვთქვათ, ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ ამის ფუფუნება",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს