ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგროც რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და იყოს კიდევ უფრო ძლიერი.
"ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, გულდასმით დაკვირვების შედეგად, რათა უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში.
ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი, რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე რეაქციას, თუმცა ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომლის წინაშეც ვართ ამ აქვეყანაში, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც ინიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,