გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ ის ციხეში სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებით იმყოფება.
"ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს პატიმრები და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,