მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა,- ასე მიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტს, სადაც საქართველოს შესახებ დისკუსია მიმდინარეობს.
თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა. ამ დროის განმავლობაში ვაგროვებდით მტკიცებულებებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სხვადასხვა გზით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების (ISFED), რომელმაც პირველად 2003 წლის შემდეგ ვერ შეძლო პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება იმდენად დიდი და სისტემური იყო გაყალბება, ასევე წარადგინეს მტკიცებულებები.
ჩვენ მივესალმებით წინა კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას საბჭოს შემდეგ, რომელსაც პატივი მქონდა დავსწრებოდი და შევხვედროდი რამდენიმე მინისტრს. ჩვენ ასევე მივესალმეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ საქართველოში გამოიგზავნება საგამოძიებო მექანიზმი არჩევნების გაყალბების მასშტაბის შესასწავლად. ჩვენ ვუერთდებით ქართველი ხალხის მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მოწოდებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც ჩატარებულ იქნება არა მთავრობის მიერ კონტროლირებული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.
იცით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფი იყოს სრულიად მარტო. იქ არ იყვნენ არც დიპლომატები, არც პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია.
ჩვენ ასევე გვესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, რაზეც ევროპელმა პარტნიორებმა ღიად ისაუბრეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და ევროპელი ერების ოჯახი მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს და არა ჩვეული ურთიერთობების შენარჩუნებას მთავრობასთან, რომელიც აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს და აღარ აქვს მანდატი ქართველი ხალხისგან, რომ ისინი წარმოადგინოს ევროპაში.
მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის, მათ შორის რეზოლუციაზე მუშაობისთვის, რომელსაც კენჭი ეყრება ევროპარლამენტში. ნიკასთან ერთად ასევე დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ, როგორც ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომლის დამფუძნებელიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა ერთი პრეზიდენტისგან მეორე პრეზიდენტის შეწყალება, რადგან ორივე მათგანი დღეს ერთ ბრძოლაში იმყოფება და ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,