თუკი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ამ ეტაპზე, ოპოზიცია მანდატებს დათმობს თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, საბოლოოდ ისინი პარლამენტში მაინც შევლენ“.
“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ვისმენთ. მე ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. დღეს, ამაზე საუბარი საინტერესო არ არის. ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში - შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ისევ და ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“,- აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),