ბოკუჩავა - დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს წერილს, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი საპარლამენტო სია ჩაიხსნას
2024-11-26 15:29:24

პოლიტიკა

დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან, ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი აღნიშნულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„მინდა, გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემ მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას.

იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფდასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას.

სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“,- აცხადებს ბოკუჩავა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება
დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 105 რუბლს