დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
2024-11-26 15:09:19

ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TACC-ი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ 3 ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო“,- ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, სკოლებში აღარ ისწავლება
დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 105 რუბლს
გახარია - სიებს, გავაკეთებთ მაშინ, და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ - ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილს და არც მის პარტიას
რუსეთმა დაადასტურა, რომ ATACMS-ის დარტყმის შემდეგ კურსკში სამხედროები დაიჭრენ