აპარატი - პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხს დეტალურად შევისწავლით
2024-11-26 15:42:47

საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას.

"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და აცნობა, რომ აპარატი შეისწავლის მის საქმეს და გამოითხოვს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან.

მას ასევე დეტალურად განემარტა სახალხო დამცველის მანდატი და სახალხო დამცველის აპარატისთვის განცხადებით მომართვის პროცედურები. 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქციაზე დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციელები სექსუალურად ავიწროებდნენ.

როგორც ძიძიგური „TV პირველთან“ საუბრისას ამბობს, ის დაკავების ავტომობილში მუხლებზე დააყენეს და მისი მისამართით დამამცირებელ ჟესტებს იყენებდნენ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება
დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 105 რუბლს