„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობას ტოვებენ.
საკანონმდებლო ორგანოში აღარ იმყოფება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება მოქალაქეების პროტესტის ფონზე უწევთ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობა კვერცხების სროლითა და რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია გაიხსნა, სადაც 150-ვე წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. სხდომაზე ასევე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
პირველ სხდომას არ ესწრებოდა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი.
სხდომაზე არ იმყოფებოდნენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,