საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი იყვნენ მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში, თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ.
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,