ზურაბიშვილი - „შავი ორშაბათი“ საქართველოში - პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ოცნების“ მონები კონსტიტუციას კლავენ
2024-11-25 16:42:21

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი XI მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი X-ზე წერს, საქართველოსთვის დღეს „შავი ორშაბათია“.

„შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“,- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი XI მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სესიას მანამდეც გამოეხმაურა და თქვა, რომ სხდომა არაკონსტიტუციურია.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ