პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე - ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!
2024-11-24 12:49:47

პოლიტიკა

ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას.

როგორც მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შსს-ს განცხადება „რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“.

„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილა, რომ „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ“.

შსს-მ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს“.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია შეკრებას 21:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს. რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა პარლამენტის სასახლისკენ, სადაც დაგეგმილია კარვების გაშლა. 

ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს [ვიდეო]
პაპუაშვილი - მინდა, პირობა დავდო: პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს
XI მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცა
რუსთაველის გამზირზე ხმაურია - აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებას რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გამოხატავენ