თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.
მოქალაქეები ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნითაც გამოხატავენ.
აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც 150-ვე წევრის უფლებამოსილება უკვე ცნეს. სხდომაზე ასევე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,