XI მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცა.
სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა.
უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად კი, არჩეული თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი არიან.
აღსანიშნავია, XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წევრი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ, არ ესწრებიან.
პარლამენტის პირველ სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, მანამდე კენჭისყრის საფუძველზე XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,