თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია.
პროტესტის მონაწილეები ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გამოხატავენ.
მათ ასევე შენობისკენ კვერცხებიც ისროლეს.
მოქალაქეები სკანდირებენ: „მონა, მონა“, „საქართველო, საქართველო“.
აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც 150-ვე წევრის უფლებამოსილება უკვე ცნეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,