რუსეთი უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დედაქალაქ კიევში, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში, სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია “უკრენერგოს“ მითითებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
“დილიდან აგრესორმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დნიპროში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. ქალაქში ასევე ორი ხანძარი გაჩნდა“,- განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,