ვაშინგტონი უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება იარაღი, რომელიც მტრის ძალისხმევის შენელებაში დაეხმარება.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, აშშ ფოკუსირებულია იმაზე, რომ კიევს საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს.
“მათ ეს მოითხოვეს და მგონია, რომ მათი მიწოდება კარგი იდეაა. ნაღმები, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს სურს, მუდმივი მოქმედების არ არის და შესაძლებელია მათი გაკონტროლება, თუ როდის ახდენს თვითაქტივირებას, რაც მათ ბევრად უსაფრთხოს ხდის. აშშ-მა უკრაინასთან ასევე განიხილა, როგორ და სად გამოიყენებენ ნაღმებს და დარწმუნდა, რომ უკრაინელები პასუხისმგებლობით მოქმედებენ“,- განაცხადა ოსტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,