ზელენსკი - დღეს რუსეთი ისეთივე გიჟია, როგორც 24 თებერვალს
2024-11-21 09:23:56

ომი უკრაინაში

დღეს, ფართომასშტაბიანი ომის 1 001-ე დღეს, რუსეთი ისეთივე გიჟია, როგორც 24 თებერვალს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას აგრძელებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი 275 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი აქვს.

“ძვირფასო უკრაინელებო! დღეს ბევრი კითხვა იყო კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით. ასეთი მეზობელი გვყავს - გიჟი. დღეს, ფართომასშტაბიანი ომის 1 001-ე დღეს, რუსეთი ისეთივე გიჟია, როგორც მე-1 000 დღეს და 24 თებერვალს.

გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ჯარს და განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოახდინოს თქვენი ემოციებით მანიპულირება საკუთარი სარგებლისთვის. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

ჩვენ გვაქვს ახალი მხარდაჭერის პაკეტი აშშ-დან. მისი ღირებულება 275 მილიონი დოლარია. პაკეტში შედის დრონები, საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის და არტილერიისთვის და რაც მთავარია , ნაღმები რუსული თავდასხმების შესაჩერებლად. ეს ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ბიჭებს ფრონტზე. და ეს არის 70-ე თავდაცვის პაკეტი შეერთებული შტატებიდან. უკრაინა აფასებს ამერიკის ორპარტიულ მხარდაჭერას და პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებებს. 

დღეს ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. მადლობა გადავუხადე მას თავდასხმის პირველივე დღეებიდან მოყოლებული მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ პოლონეთიდან უკრაინისთვის ახალი პაკეტის მომზადება. ასევე, განვიხილეთ ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობა, რომელიც ახალ წელს დაიწყება. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ დიდ წარმატებას ჩვენი ერებისა და მთელი ევროპისთვის.

და კიდევ ერთი რამ - მე შევხვდი მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს. ვისაუბრეთ ჩვენს ფინანსურ მდგრადობაზე, მხარდაჭერის პროგრამებზე და რუსული აქტივებიდან დაფინანსებაზე. აბსოლიტურად გამართლებულია, რომ რუსული სახსრები გამოიყენებოდეს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება სამართლიანი მშვიდობის დაახლოებაში!

დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.






ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს