საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.
"თბილსერვის ჯგუფის" ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
"გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით",- ნათქვამია განცახადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,