რუსები კიევის სამთავრობო უბანზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავენ
2024-11-20 16:55:51

ომი უკრაინაში

დასავლური ქვეყნები, უკრაინაზე მოსალოდნელი მასშტაბური და კომბინირებული სარაკეტო/საჰაერო თავდასხმის ფონზე, ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ კიევში თავიანთ საელჩოებს.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმისას, რუსეთი გამოიყენებს დიდი რაოდენობით საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს, აქამდე ნაცნობ ბალისტიკურ და აერობალისტიკურ რაკეტებს, დრონებს და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა რუსეთმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაისროლოს РС-26 «Рубеж» -ის ტიპის საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, არაბირთვული, მსხვრევად-ფუგასური ან თერმობარიული ქობინით, რომლის წონა 1.2 ტონაა, რაკეტის მოქმედების მანძილი 6000 კმ-ია და სიჩქარე 24 500კმ/სთ(20 მახი).

სავარაუდოდ, რაკეტის გაშვება იგეგმება ასტრახანის ოლქში მდებარე, კაპუსტინ იარის სარაკეტო პოლიგონიდან და მიზანში იქნება ამოღებული, კიევში მდებარე სამთავრობო უბანი.

კიევში ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის საელჩოები დროებით დაიხურა. ასევე, ყაზახეთის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს