უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტები რუსეთს არ აწყობს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიაღწის დასახულ მიზნებს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის საკითხზე კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის.
"ამ კონფლიქტის გაყინვის რამე ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზნების მიღწევა, რომლებიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი",- განაცხადა პესკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,