საჰაერო საფრთხის გამო, კიევში აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დახურეს
2024-11-20 14:52:26

ომი უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საჰაერო საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებმა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დროებით დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, "უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო" დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება.

ესპანეთის საელჩომ უკრაინაში მცხოვრებ ესპანეთის მოქალაქეებს აცნობა, რომ "უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ თავშესაფართან ახლოს არიან".

აშშ-ისა და ესპანეთის საელჩოების შემდეგ კიევში თავიანთი საელჩოების დროებით დახურვის შესახებ იტალიამ და საბერძნეთმაც გამოაცხადეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს