თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,