წყლის მილის დაზიანების გამო, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა
2024-11-20 13:47:06

საზოგადოება

წყლის მილის დაზიანების გამო, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია განცხადებას ავრცელებს.

კონსერვატორიის ცნობით, ამ ფაქტის გამო, დღეს, 20 ნოემბერს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა - "ქეთო და კოტე" გადაიდო.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას, კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება. 

დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა "ქეთო და კოტე" გადაიდო.

შეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ. 

ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს