მედია - რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, საბრძოლო მასალის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
2024-11-20 13:05:40

ომი უკრაინაში

20 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქში, საბრძოლო მასალის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის (CPD) ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო აცხადებს, თავდასხმის სამიზნე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი გახდა.

კოვალენკოს თქმით, აღნიშნული არსენალი ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 680 კილომეტრში მდებარეობს.

„არსენალში ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები „გრადის“, „სმერჩის“ და „ურაგანის“ რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „ისკანდერის” ტიპის რაკეტები, С-300-ის, С-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა „ტორის” კომპლექსისთვის“,- აცხადებს კოვალენკო.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს