უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართავს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის მე-1 000 დღეს, უკრაინას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებდა.
ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის აფასებს ამ მხარდაჭერას.
"მადლობა, პრეზიდენტო, თქვენი გზავნილისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი ექნება ორივე ერს",- დაწერა ზელენსკიმ ზურაბიშვილის ვიდეომიმართვის საპასუხოდ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,