უკვე ათეულ წელზე მეტია ჩვენი ფერმერები და მეწარმეები, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ხარისხიან, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნად ქართულ პროდუქციას ქმნიან და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტულ მიმართულებად ათეული წელია რაც გამოაცხადა“.
“ქართული აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა უკვე ათეულ წელზე მეტია სახელმწიფომ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ათეულ წელზე მეტია იქმნება და ხორციელდება შეღავათიან ფინანსურ რესურსზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, თანამედროვე განათლებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები; უმჯობესდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, მიზნობრივი მხარდაჭერით იზრდება გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების რაოდენობა.
უკვე ათეულ წელზე მეტია ჩვენი ფერმერები და მეწარმეები, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქმნიან ხარისხიან, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნად ქართულ პროდუქციას და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
2015 წლიდან, 20 ნოემბერს ფერმერის დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ამ დღეს განსაკუთრებულად, ხაზგასმით გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი ფერმერებისადმი თავდაუზოგავი შრომისთვის, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაციისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული გამორჩეული პროდუქციის შექმნით და საერთაშორისო ბაზრებზე გატანით საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენისთვის.
გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ მეტად გაძლიერებას, წარმატებებს გისურვებთ!
მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).
„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში“ “სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერის დღეს 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღნიშნავს“,- აცხადებს შამუგია.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),