სტუდენტების ნაწილი თსუ-ს პირველ კორპუსში შევიდა - ისინი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებენ იქამდე, სანამ მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
რამდენიმე სტუდენტი ამ წუთებში ჯაბა სამუშიას სამუშაო კაბინეტის წინ ზის და პროტესტს გამოხატავს. ამასთან, ფანჯრებიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
ადგილზე მანდატურის სამსახურთან ერთად პოლიციაცაა მობილიზებული. თსუ-ს რექტორის შეცვლა, საქართველოს და თსუ-ს არსებობა ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვნადაა გადაჯაჭვული, ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც აქედან დაიწყება. დავრჩებით აქ, ვიდრე სამუშია არ გადადგება. ჩვენ არავის თანხმობას არ ველით, ვერ გაგვიყვანენ. ყველა სტუდენტი შემოვედით“, - ამბობს სტუდენტი, მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,