პაატა მანჯგალაძე - გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინას ზებრა არ დაასახელეს
2024-11-27 11:39:51

პოლიტიკა

გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად,- ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, „ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების“.  

„არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ დაასახელა ე.წ. მათი პრეზიდენტობის კანდიდატი. 

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების.  

ამაზე შეგუება დაუშვებელია. ბრძოლა გრძელდება, ე.წ. ხელისუფლებას ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება აუცილებლად მოუწევს“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა
მელია - რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
ხუციშვილი - 2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს