„ექსპო ჯორჯიაში“, „თიბისის მხარდაჭერით“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
2024-11-27 11:43:01

საზოგადოება

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, „თიბისის მხარდაჭერით“, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე  გარე სივრცეში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის პროდუქცია.

წელს პირველად USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის - TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც  მთელი დღის განმავლობაში ვორქშოფების სერიას ჩაატარებს. ვორქშოფზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია.

გამოფენაზე დასწრება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება შესაძლებელი.


ავტორი: R (რეკლამა),


World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა
მელია - ივანიშვილი ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ტრაგედიას ვერ ხედავს - იმიტომ რომ კალაძე ყავს ასეთი მაგალითი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
ხუციშვილი - 2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს