ეთიკის ქარტია - მხარს ვუჭერთ ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ „ქართული ოცნების“ არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას
2024-10-06 13:32:59

საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიების "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია",- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუ - დღეს ისრაელი თავს იცავს 7 ფრონტზე - ჩვენ ირანის წინააღმდეგ ვიბრძვით
კალაძე - მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია
კალაძე - ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას ?! - აბსურდის თეატრია
მდინარაძე - საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება