კალაძე - ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას ?! - აბსურდის თეატრია
2024-10-06 16:04:57

პოლიტიკა

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას?!, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

კალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

"მისი მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას ?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ. უბრალოდ, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და, რა თქმა უნდა,  რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - განაცხადა თბილისის მერმა. 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო