კალაძე - მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია
2024-10-06 16:13:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ.

მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს.

„ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული „ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა - რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს.

რეზოლიციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე