მდინარაძე - საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება
2024-10-06 15:54:31

პოლიტიკა

საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება, -  ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს.

მდინარაძის განცხადებით, საქართველო არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს და ასევე, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება. 

"აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს - ქართული ოცნება ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო…
ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:

1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!
2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!
3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!
#აფხაზეთისაქართველოა
#სამაჩაბლოსაქართველოა",- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო