23:35 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 11:19:26, 4214 ნახვა

მსოფლიო
მდინარე კოლორადო დაშრობის ზღვარზეა, მისმა ნაკადმა 20%-ით დაიკლო

მდინარე კოლორადოს ნაკადმა, რომელიც 40 მილიონ ადამიანს წყლით უზრუნველყოს,  გასულ საუკუნესთან შედარებით 20%-ით დაიკლო. მეცნიერების თქმით, მისი შრობა კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდინარის ნაკადის შემცირება ტემპერატურის მატებას უკავშირდება. რაც უფრო მეტად გრძელდება ტემპერატურის მატება, მით უფრო მეტი ადამიანი დგება წყლის დეფიციტის წინაშე.

მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ მდინარის ნაკადი ამ საუკუნის სუა პერიოდამდე 19%-დან 31%-მდე შემცირდება.

ცნობისთვის, მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი სიგრძე შეადგენს 2 330 კილომეტრს. სათავეს იღებს კლდოვანი მთებიდან, გადაკვეთს არიზონის უდაბნოს და ჩაედინება კალიფორნიის ყურეშე.

მდინარე კოლორადოს აუზის ფართობი შეადგენს  629 100 კმ²-ს. აქ აგებულია მრავალი კაშხალი. აქ 1907 წელს კი, პირველი კაშხალიც აშენდა. ხოლო 1933 წელს სწორედ კოლორადოზე აიგო ჰუვერის კაშხალი.

კოლორადოს მდინარიდან წყალი ისეთ დიდ ქალაქებს მიეწოდება, როგორებიცაა დენვერი, ლოს ანჯელესი, ლას-ვეგასი და სან დიეგო. ასევე წყალი აშშ-სა და მექსიკაში არსებული მეურნეობებს მიეწოდება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics