19:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 13:22:54, 2437 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ თურქული გემის ეკიპაჟს უმასპინძლა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ თურქული გემის TCG SANCAKTAR (L 403) კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში უმასპინძლეს.

შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული, მაქბულე ქოჩაქი ესწრებოდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. „თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. მხარეთა შორის თანამშრომლობა მზარდია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის წარმატება ეფუძნება არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისათვის“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

თურქული ფრეგატი TCG SANCAKTAR (L 403) ბათუმის პორტში გუშინ შემოვიდა. გემის ვიზიტი თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღავაო სამხედრო სასწავლებლის 2019 წლის საზღვაო წვრთნების ფარგლებში ხორციელდება.

გემზე იმყოფება 236 სტუდენტი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი საზღვაო წვრთნები თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით. წვრთნებისას სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში.

თურქული ფრეგატი ბათუმის პორტში სამ დღეს დაჰყოფს. ბათუმის ნავსადგურში TCG SANCAKTAR (L-403) გემის დათვალიერება ვიზიტორებს 10 სექტემბერს, 10:00-17:00 საათზე შეეძლებათ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics