|
2026-09-24 14:42:43, 272 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ე.წ. უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან დაიცალა და მათი აქტივობები მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა. „მინდოდა, ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, ვინაიდან თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის, ამ გადასახედიდან კიდევ ერთხელ დაგვენახა ის, რაც დიდი ხანია, უკვე ხელისგულზე დევს. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი, საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. ყველა მათი აქტივობა მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ. ამას ვხედავთ მათ ყველა გამოვლინებაში. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, აღარავის სჯერა, რომ 2024-2025 წლებში იყო მშვიდობიანი აქციები, აღარავის სჯერა, რომ მათ, ვინც დაკავებული არიან ძალადობისთვის, ძალადობა არ აქვთ ჩადენილი, აღარავის სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მათ შორის თვითონაც აღარ სჯერათ. ატყობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, სულ უფრო ხშირია განცხადებები, რომ არასწორი იყო მათი საქციელი, როცა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, დამარცხდა მთლიანად ამ დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა და საკუთარი თავის დამშვიდებით არიან დაკავებული. მეორე განზომილება, რაზეც მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა, არის, რომ ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად, ეს პროტესტის ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით, აბსოლუტურად ყველაფრით ხდება გარკვეული მიბაძვა რელიგიისადმი და არის შესაბამისად ფსევდორელიგიური წარმონაქმნი. გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით, დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი დღეს ევროკავშირი და გამოცხადებული აღთქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმაც არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯგუფისთვის, რომელიც პროტესტებს მართავს, დისკუსია და დებატები მიუღებელია. „სხვათა შორის, გველესიანის შემთხვევაც კარგი მაგალითი იყო. ვინმე როგორც კი რამეს, არათუ კრიტიკულს, კითხვას დასვამს – და გველესიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა, ვიკითხე, ევროკავშირთან დაკავშირებით, რა არის უპირატესობები და რა შეიძლება, იყოს პრობლემურიო – ამას მოჰყვა მთელი კრუნჩხვები, რომელიც დაიმართეს ამ სექტის წარმომადგენლებმა, რადგან ეხები რაღაც მათ სალოცავს, რომელზეც არ შეიძლება, კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ, ეს სერიოზული მოვლენაა, ვფიქრობ, ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფუნდამენტალისტურ სექტად, ასეც უნდა შევხედოთ და აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები. 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ძალადობრივ აქციებზე გადაერთო ეს ჯგუფი, გახსოვთ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი, მე, მზად ვიყავით მათ ორ წარმომადგენელთან ერთად საჯაროდ, დისკუსიით, ტელევიზიაში დავმსხდარიყავით. კიდევაც განაცხადა, მაშინ თინა ხიდაშელი იყო და მეორე წარმომადგენელი, ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რომ არ ყოფილიყო არანაირი დისკუსია. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა არ მოქმედებს საღი განსჯით გამოტანილი დასკვნებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ დისკუსია როცა იმართება მასზე, შესაძლოა, ეს დოგმა გაბათილდეს. ამ ჯგუფში დღეს ყველა ნიშანია, რომ ის არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომლებსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები, ეს ყველაფერი ნაწილია მათი ლიტურგიისა, რომლითაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, დისკუსია და დებატი მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)