05:11 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-24 14:37:49, 1977 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო

ევროკავშირის წარმომადგენლობა "სინანულს გამოთქვამს" გორში ფესტივალ "კამარას" გადადების გამო. ფესტივალი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ის მუსიკოს Kordz-ის უნდა დაეხურა. 

''სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "კრეატიული კომპასი საქართველოს" ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი "კამარა" ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.

30 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვნებასა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპე ლ კოლეგებთან აკავშირებს.

ევროკვაშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა" - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, 26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი "კამარა", რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა" დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

ფესტივალი მუსიკოსს KORDZ-ს უნდა დაეხურა.

"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, "ოცნების" წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics