14:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 11:46:57, 1482 ნახვა

სამართალი
R2 - დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ჩხუბის გამო დააკავეს

ყოფილი ვიცე-პრემერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ჩხუბის გამო დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფორმაციით, დაპირისპირება ღვინის ქარხანა გალერია-ში კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა.  ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-სდა 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,-  განუცხადეს „რუსთავი 2“-ს შსს-ში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics