|
2026-10-06 11:11:28, 297 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
თუ გაინტერესებს, როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი, აპლიკაცია ან სერვისი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ახლა სწავლის დაწყების კარგი დროა, თიბისი კამპუსი კი სწორი ადგილია განათლებისთვის. 18-24 წლის სტუდენტებს თიბისი კამპუსში პროდუქტის მოდულზე დარეგისტრირება 15 ოქტომბრის ჩათვლითაა შეუძლიათ. პროდუქტის მოდული სამ კურსს აერთიანებს: UI/UX დიზაინი, პროდუქტის მართვა, პროდუქტის დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ იქმნება მომხმარებელზე მორგებული მარტივი, ციფრული გამოცდილება. ასევე, ისწავლიან როგორ ვითარდება პროდუქტი იდეიდან რეალურ შედეგამდე. პროდუქტის მიმართულებით სწავლის დასაწყებად წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. კამპუსში სწავლა მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება, კურსები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებს აერთიანებს, მონაწილეებს ცოდნას სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები გაუზიარებენ. თიბისი კამპუსი სტუდენტებისთვის შექმნილი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღებისა და სფეროს პროფესიონალებისგან სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. ორი წლის განმავლობაში კამპუსის კურსები უკვე 1000-მდე ახალგაზრდამ დაასრულა.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)