|
2019-08-01 14:50:30, 1600 ნახვა
სამართალი
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვთ ვადა, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. როგორც ადვოკატმა განმარტა, თუ პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე შემაჯამებელ დასკვნას გამოაქვეყნებს, ისინი საქართველოს სასამართლოს მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სარჩელს სტასბურგში შეიტანენ. „დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძეს აქვთ ჯერ კიდევ ვადა რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, საქმის წარმოება კვლავაც მიმდინარეობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურატურა გამოაქვეყნებს შემაჯამებელ დასკვნას, მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში დვალი და აქიმიძე ცნობილნი არიან დაზარალებულებად, მათ მიეცემათ შანსი, განვიხილავთ ამგვარ შანსს, რომ მივმართოთ საქართველოს სასამართლოს ამორალური გარიგების შესახებ", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. მისივე თქმით, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში აქვთ.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)